logo_geo
eng_logo
დიმიტრი გოლუბოვი სააკაშვილზე: როგორც არ უნდა იტიროს, რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მან უნდა აგოს პასუხი ყველა იმ საქმისთვის, რაც მან ჩაიდინა
- +

24 თებერვალი. 2022. 01:31

 

 

„სააკაშვილი ებრძოდა მხოლოდ იმ ოლიგარქებს, რომლებიც არ აჩვენებდნენ მას საკუთარ ტელეარებზე და თანხებს არ ურიცხავდნენ მის საქველმოქმედო ფონდს. სხვა არავის ებრძოდა. ყველა ოლიგარქი მის რეზიდენციაში დადიოდა, მასთან ერთად სეირნობდა და ოდესაში მაფია შექმნა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის გავლენას ახდენდა პროკურატურაზე, პოლიციასა და სასამართლოზე.

 

 „მას უნდოდა იგივე გაეკეთებინა აქაც, რასაც საქართველოში აკეთებდა იგივე მეთოდით. არც ერთი საქმე არ არის ოდესაში, რომლითაც შეეძლო თავი დაემახსოვრებინა. ეს არის მოლაყბე ადამიანი, რომლის ადგილი ციხეშია და არ გამოუშვათ იქიდან, არც ერთ შემთხვევაში. როგორც არ უნდა იტიროს, რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მან უნდა აგოს პასუხი ყველა იმ საქმისთვის, რაც მან ჩაიდინა. ის არის სასტიკი ადამიანი, რომელიც გისოსებს მიღმა უნდა იჯდეს“, - განაცხადა გოლუბოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner