„მე რეგულარურად ვაკვირდები ყველა მასობრივ საშუალებას და არც ერთ უკრაინელ ოფიციალურ პირს საერთოდ არ დაუსახელებია გვარი სააკაშვილი და ის, რომ ჩვენ მოვითხოვთ მის დაბრუნებას უკრაინაში“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს ისედაც და ჩვენ გვყავს ის, ვის უნდა ვაჭამოთ. სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა და მისთვის ეს ქრონიკული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალია“, - განაცხადა გოლუბოვმა.