logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
- +

24 თებერვალი. 2022. 10:39

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, - წერს კულება twitter-ში.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner