logo_geo
eng_logo
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსულმა ძალებმა უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეუტიეს
- +

24 თებერვალი. 2022. 10:40

 

 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეუტიეს.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დილის 5 საათზე, უკრაინას თავს დაესხნენ რუსული ძალები, რომლებსაც მხარს ბელარუსიც უჭერს.

 

სასაზღვრო შენაერთებზე, პატრულებსა და საგუშაგოებზე შეტევა განხორციელდა არტილერიის, მძიმე და მსუბუქი შეიარაღების გამოყენებით.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner