„ვლადიმირ პუტინის მიმართვა, სადაც მან დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე განაცხადა, ჩაწერილი იყო არა დღეს, არამედ 21 თებერვალს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა მიღებული“, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
ვლადიმირ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმირ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.