ტელეკომპანია „თრიალეთის" საზოგადობერივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი თეა გიგუაშვილი რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შედეგად დღეს 42 წლის ასაკში გარდაიცვლა.
ბოლო 7 წლის განმავლობაში თეა გიგუაშვილი მაყურებელს ახსოვს რეიტინგული თოქ-შოებით. იგი იყო რამოდენიმე პოლიტიკური გადაცემის წამყვანი, იდეის ავტორი და პროდიუსერი. ის იყო ჟურნალიტი, რომელიც ყოვეთვის კარგად გრძნობდა საზოგადოების მაჯისცემას. ის იყო კოლეგა რომელთან მუშაობაც მეტი განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა, ის იყო მეგობარი, კარგი მეგობარი. დღეს მისი დაბადების დღეა, თეა გიგუაშვილი 42 წლის გახდა.
„რეპორტიორი" უერთდება ტელეკომპანია „თრიალეთის" სამძიმარს და თეა გიგუაშვილის ოჯახისა და ახლობლებლების მწუხარებას იზიარებს.