logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან და მისი შანტაჟიდან ვერ გამოდის
- +

24 თებერვალი. 2022. 10:50

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან და მისი შანტაჟიდან ვერ გამოდის,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მან კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან და მისი შანტაჟიდან ვერ გამოდის. კიდევ ერთი, ამის დამადასტურებელი ფაქტი ვნახეთ, როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომა ამდენი საათის განმავლობაში გაიმართა და მიიღეს სრულიად სახელმწიფოსა და საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომ ისინი აანონსებენ სრულიად უსაფუძვლო აქციებს. აყენებენ მოთხოვნებს, რომელიც არალეგიტიმურია“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

გუშინ რამდენიმესაათიანი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობამ“ კვლავ ქუჩის აქციების გამართვა დაანონსა. მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner