რუსეთის ჯარებმა ნიკოლაევის სამხედრო აეროდრომზე ცეცხლი გახსნეს.
დაბომბვის შედეგები გადაიღო ადგილობრივი საფრენი კლუბის დირექტორმა დიმიტრი ფილონენკომ.
„პუტინის მხარდამჭერებო, რუსეთი - ნახეთ, რა ხდება“, - ამბობს ფილონენკო.
შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.