logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: მტერმა დაიწყო ჩვენი ქვედანაყოფების, სამხედრო საკონტროლო ცენტრებისა და აეროდრომების ინტენსიური დაბომბვა
- +

24 თებერვალი. 2022. 11:01

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებას ავრცელებს.

 

„ძვირფასო უკრაინელებო! მტერმა დაიწყო ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სამხედრო საკონტროლო ცენტრებისა და აეროდრომების - სხვა რეგიონებში. უკრაინის არმია აგრძელებს დაცვას და იგერიებს რუსულ ჯარს. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ თქვენი დასაცავად და აგრესორს გარღვევის საშუალებას არ მისცემენ. დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ: შეინარჩუნეთ სიმშვიდე! თუ შესაძლებელია, დარჩით სახლში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჩვენს ჯარს თქვენი სიმშვიდე ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი სიმშვიდე და უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ნდობა საუკეთესო დახმარებაა! სიტუაციის შესახებ ოპერატიულად გაცნობებთ. დიდება უკრაინას!“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

 

ვლადიმირ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner