logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა
- +

24 თებერვალი. 2022. 11:01

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შექმნან ანტიპუტინისტური კოალიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

 

შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.

 

„მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. საჰაერო სივრცის დახურვა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“, - წერს ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner