საფრანგეთში ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ რუანის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც იმ მომენტში ერთ-ერთი ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ცეცხლის ჩაქრობაში 50-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.