„ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ ჟამს ჩვენი ფიქრებით უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებთან და ბავშვებთან ვართ. ისინი არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.