logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად
- +

24 თებერვალი. 2022. 11:50

 

 

„საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით. საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner