ლეგენდარულმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა კლინტ ისტვუდმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ამერიკამ, რომელსაც მან მეტსახელად „უკანალის მკოცნელი და ქალაჩუნა თაობა" უწოდა, ყველაფრისთვის რასიზმის დარქმევა უნდა შეწყვიტოს.
ისტვუდმა ტრამპის კომენტარები დაიმოწმა, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატი მექსიკელ მოსამართლეს აკრიტიკებდა. რეჟისორმა ისიც განაცხადა, რომ მედია დაპირისპირებით გადატვირთულია. მისი თქმით, ტრამპს მხოლოდ მოსამართლე გონზალო კურიელზე გაკეთებული კომენტარების გამო ეწოდა რასისტი, რომელიც ტრამპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლო პროცესებს თავმჯდომარეობდა.
„ის [ტრამპი] ბევრ სულელურ რამეს ამბობს, ისევე როგორც ყველა, ორივე მხრიდან. თუმცა, ყველა - პრესაც მათ შორის, გაიძახის, რომ ეს რასიზმია და ისინი ამისგან დიდ უბედურებას ქმნიან. ეშმაკმა დასწყევლოს, ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს". მსახიობი აცხადებს, რომ ყველა დაიღალა პოლიტკორექტულობით", - აცხადებს ისტვუდი.
ისტვუდი ოფიციალურად პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს. როგორც ისტვუდი აცხადებს, ის საპრეზიდენტო კანდიდატებით დიდად კმაყოფილი არ ჩანს.
„ყველა ყველათი დაიღალა, მოსაბეზრებელია ყველას მოსმენა, მოსაბეზრებელია, ამ კანდიდატების მოსმენა.
იდეალურ კანდიდატს უფრო მეტი მიხვედრის უნარი უნდა გააჩნდეს, ნაცვლად, იმისა, რომ განზრახ შეურაცხჰყოს მისი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა", - აცხადებს კლინტ ისტვუდი.