logo_geo
eng_logo
სასამართლომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება არჩევიდან რამდენიმე საათში შეუჩერა
- +

23 თებერვალი. 2022. 23:40

 

 

სენაკის რაიონულმა სასამართლომ, სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმა და ბათილად ცნო. შესაბამისი სარჩელი სასამართლომ უკვე გამოსცა.

 

„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ სასამართლოს დღეს მიმართა, რომ 9 თებერვალს ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხებოდა დროებითი სამანდანტო და ხმის დამთვლელი კომისიების, ასევე გახარიას პარტიის ერთი წევრის უფლებამოსილების ცნობის მიღებას, გაუქმებულიყო.

 

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ანულირებულია საკრებულოს დღევანდელი სხდომაც და სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები. დღეს ოპოზიციამ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატს გახარიას პარტიიდან - ირაკლი კაჭარავას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner