logo_geo
eng_logo
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნა
- +

24 თებერვალი. 2022. 13:09

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებების შედეგად ქალაქ სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკა და ლიკვიდირებულია 50 ოკუპანტი მებრძოლი.

 

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ტანკების კოლონა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე დასახლების საზღვრებში შევიდა და სამხედრო ტექნიკის წინ ეუთო-ს სიმბოლოებით აღჭურვილი ავტომობილები დააყენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner