logo_geo
eng_logo
პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ NATO-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს
- +

24 თებერვალი. 2022. 13:26

 

 

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, NATO-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს.

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.

 

„რუსეთის ფართო აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, NATO-ს ყველა ქვეყანას და NATO-ს კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები NATO-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა“, - განაცხადა კაია კალასმა.

 

ცნობისთვის, NATO-ს შეთანხმების მეოთხე მუხლი გულისხმობს, რომ უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კონსულტაციების გავლა, როცა ნებისმიერი წევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ NATO-ს მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner