ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. ბრძანებას ხელი მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა.
ხაჯიმბას თქმით, ე.წ. საკადრო ცვლილებები იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ეფექტურ მუშაობას არ დაიწყებს.
ბესლან ბარციცი მიმდინარე წლის მაისიდან ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.