უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა მოქალაქეებს იარაღის ხელში დაჭერისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც პუტინმა სამხედრო ოპერაციის სამიზნედ აღმოსავლეთ უკრაინა ამოიღო. მან მოსახლეობას მიმართა, რომ „ვინც მზად არის და შეუძლია დაიჭიროს იარაღი“, შეუერთდეს ქვეყნის თავდაცვის ძალებს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS ავრცელებს.
„ძვირფასო თანამემამულენო! მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი ჯარი დაუმარცხებელია.
ნებისმიერს, ვინც მზად არის და შეუძლია დაიჭიროს იარაღი, ახლავე შეუძლია შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალებს.
თქვენ მხოლოდ პასპორტი გჭირდებათ.
სიკვდილი რუს ოკუპანტებს.
დიდება უკრაინას“, - განაცხადა მან სოციალური ქსელის საშუალებით.
შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.