რუსულმა ძალებმა უმანის ცენტრალურ ნაწილში ჭურვი ჩამოაგდეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას „ტელეგრამზე“ ჩერკასის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სკიჩკო ავრცელებს.
„უმანი: ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხუთი კი დაშავდა“, - წერს სკიჩკო.
სკიჩკომ, ასევე, დასძინა, რომ უმანის რაიონში გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია.
შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.