logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით მიმართა
- +

24 თებერვალი. 2022. 14:15

 

 

თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა. მიზეზად, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა სახელდება, - ამის შესახებ „Delfi“ წერს.

 

იქამდე, რამდენიმე საათის წინ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ, „რეალურად, რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა“.

 

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ინიციატივა, ოფიციალურად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner