თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით მიმართა. მიზეზად, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა სახელდება, - ამის შესახებ „Delfi“ წერს.
იქამდე, რამდენიმე საათის წინ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ, „რეალურად, რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა“.
ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ინიციატივა, ოფიციალურად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.