ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
შეიარაღებული პირები ასამის შტატის ქალაქ კოკრაჯარის ბაზარში შეიჭრნენ და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთი თავდამსხმელი მოკლა, დანარჩენებმა კი შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.
ინდური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ თავადასხმის უკან ადგილობრივი სეპარატისტული დაჯგუფება „ბოდოლანდას ნაციონალურ-დემოკრატიული ფრონტი" დგას. დაჯგუფების წევრები ასამის შტატის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.