logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილზე: მისი და მისი პარტიის განცხადებებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ ის აქ არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა
- +

24 თებერვალი. 2022. 14:28

 

 

„დღესაც, „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები უკრაინის მხარდაჭერის დროშის ქვეშ ცდილობენ აქ წყლის ამღვრევას, რომ ეგებ თევზი დაიჭირონ“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაც იმისთვის სჭირდებათ, რომ მორიგი პოლიტიკური შოუ დადგან.

 

„უკრაინის კრიზისის ფონზე გაჩნდა ჩემი აზრით ლეგიტიმური ეჭვები სააკაშვილის უკრაინიდან ასე სასწრაფოდ გადმოპარვასა და საქართველოში შემოპარვასთან დაკავშირებით.

მისი და მისი პარტიის განცხადებებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ ის აქ არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა რომ რუსეთისთვის ხელში საბაბი ჩაედო საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებების დასაწყებად.

 

დღესაც, ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები უკრაინის მხარდაჭერის დროშის ქვეშ ცდილობენ აქ წყლის ამღვრევას, რომ ეგებ თევზი დაიჭირონ

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაც ხომ იმისთვის სჭირდებათ, რომ მორიგი პოლიტიკური შოუ დადგან“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner