logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი რუსეთზე: დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია
- +

24 თებერვალი. 2022. 14:43

 

 

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკვე მოიწვია სამიტი. დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია,“ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჟოზეფ ბორელიმ რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ კრიზისი დიპლომატიური გზით მოგვარებულიყო, მაგრამ რუსეთმა ეს ძალისხმევა უგულებელყოო. პუტინი უნდა შეჩერდეს. ჩვენ მყარად ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ მათ მკაცრ პასუხს გავცემთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკვე მოიწვია სამიტი. დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას, ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია. მოვუწოდებთ რუსეთს, ვითარების დეესკალაციისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღრმა იზოლაციაში მოექცევა“, - განაცხადა ბორელიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner