logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, გამოდით, გამოხატეთ პროტესტი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ
- +

24 თებერვალი. 2022. 14:43

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა. მან რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გააპროტესტონ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

„მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, ყველას, ვინც რუსეთშია, ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, გამოდით, გამოხატეთ პროტესტი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან ინფორმაციულ ომზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინის მოქალაქეებსაც მიმართა.

 

„ვიცი, რომ თქვენ ტელეარხებით არ გაჩვენებენ ამ ინფორმაციას, სოცქსელებში ბევრი რამაა დაბლოკილი, თუმცა ისტორიის ბლოკირება შეუძლებელია. ამიტომ, უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, ვისაც ნათესავები გყავთ რუსეთში, მეგობრები, ვინც იცნობთ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, გთხოვთ, დაუკავშირდით მათ. მათ მუდმივად უნდა ილაპარაკონ ამაზე, რუსეთმა უნდა იცოდეს სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner