დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი NATO-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის გამართვას ითხოვს.
ბორის ჯონსონის თქმით, აღნიშნული შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს.
„ეს არის კატასტროფა ჩვენი კონტინენტისთვის“, - ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია.