logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ არ მივცემთ პუტინს საზღვრების ძალით გადაწერისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის უფლებას
- +

24 თებერვალი. 2022. 15:10

 

 

„რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას,“ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

მან მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სექტორულ სანქციებს დაუწესებენ.

 

„დღეს დილით რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში და ახლა იქ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტს და იმ ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც რუსულ მხარეს მოჰყავს. სინამდვილე კი ის არის, რომ პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ამ საშინელ წუთებში ევროკავშირი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ დონბასს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ის საფრთხეს უქმნის რუსი ხალხის მომავალსაც, რის გამოც მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. ჩვენ რუსეთს სექტორულ სანქციებს დავუწესებთ, რაც მოიცავს ეკონომიკურ სექტორსა და წვდომის შეზღუდვას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ ბაზრებზე. მოვუწოდებთ რუსეთს ჯარების სასწრაფოდ გაყვანისა და ვითარების დეესკალაციისკენ. ჩვენ არ მივცემთ პუტინს საზღვრების ძალით გადაწერისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევის უფლებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner