logo_geo
eng_logo
ანტონ გერაშენკო: კიევთან ახლოს სამხედრო ობიექტი ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა
- +

24 თებერვალი. 2022. 15:17

 

 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარე ბროვარის დასახლებაში სამხედრო ობიექტი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ ფეისბუქში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ დაწერა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბროვარში სამხედრო ობიექტს ორი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. ეს ინფორმაცია გენერალური შტაბიდან მივიღე“, - წერს გერაშენკო.

 

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner