logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა და ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება - ჯარი და ეროვნული სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენია
- +

24 თებერვალი. 2022. 15:26

 

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან, იგერიებენ რუსეთის არმიის თავდასხმებს ჩვენს ქვეყანაში. უკრაინელ სამხედროებს მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდებათ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს მეთაურის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ ძლიერი ადამიანების არმია გვყავს. ჩვენი მოსახლეობა - ისიც ძლიერი არმიაა. მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა და ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი ჩვენს მიწაზე შემოვიდნენ. უკრაინას თავს ესხმიან ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, საჰაერო სივრციდან. დღეს ჯარი და ეროვნული სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოებრიობის საყრდენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც, შსს-ს ორგანოების ვეტერანებზე იარაღის გაცემა დაიშვა.

 

„ყველა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება და ეს შეუძლია, შეუერთდეს უკრაინის დასაცავად ბრძოლას“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner