logo_geo
eng_logo
დენის მონასტირსკი: ხელისუფლების ვებგვერდები კიბერშეტევის ქვეშაა - გთხოვთ, ინფორმაციის მისაღებად, ჩვენი სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდები გამოიყენოთ
- +

24 თებერვალი. 2022. 16:48

 

 

„ხელისუფლების ვებგვერდები კიბერშეტევის ქვეშაა. გთხოვთ, ინფორმაციის მისაღებად, ჩვენი სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდები გამოიყენოთ“, - ამ განცხადებით მიმართავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი მოსახლეობას.

 

მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენ მოგაწვდით ყველა ოპერატიულ ინფორმაციას სიტუაციის შესახებ. გთხოვთ, მშვიდად იყავით. ახლა, პანიკა ჩვენი რიგით მეორე მტერია, პუტინის შემდეგ. უახლოეს მომავალში, ტერიტორიული თავდაცვის სისტემის მეშვეობით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გაცემა დაიწყება. იარაღის მისაღებად, დაგჭირდებათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი და საკუთარი მიწის დაცვის სურვილი“, - აცხადებს შს მინისტრი.

 

 

 

https://www.facebook.com/zelenskiy.official

https://www.facebook.com/MinistryofDefence.UA

https://www.facebook.com/UA.National.Police

https://www.facebook.com/GeneralStaff.ua

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner