logo_geo
eng_logo
NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მოკავშირეთა ტერიტორიის დასაცავად მზადყოფნის გაძლიერება დაავალა
- +

24 თებერვალი. 2022. 17:23

 

 

NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მზადყოფნის გაძლიერება დაავალა მოკავშირეთა ტერიტორიის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერების საგანგებო ვირტუალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.

 

„ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა. რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს ისტორიის გადაწერასა და უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი გზის უარყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს „ეტაპობრივი რეაგირების გეგმების“ გააქტიურება იშვიათი ნაბიჯია, რომელიც სტოლტენბერგის თქმით, ხაზს უსვამს უკრაინაში „სრულფასოვანი შეჭრის“ სიმძიმეს, რაც მოკავშირეთა მეთაურებს გადაწყვეტილების მიღების უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

 

„ეს მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეჭრაა. უკრაინაზე რუსეთის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული თავდასხმა საჰაერო და სარაკეტო საშუალებებით უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner