logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ფესენკო: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უკრაინულ ჯარს ეფექტურად თავის დაცვა შეუძლია
- +

24 თებერვალი. 2022. 17:23

 

 

„უკრაინული არმია აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის ჯარს, მაგრამ დანაკარგებსაც განიცდის. რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩამოგდებული, ხარკოვთან 4 ტანკი გაანადგურეს. უკვე გვყავს ტყვეები, მაგრამ რუსეთი უკრაინას ფრთოსან რაკეტებს ესვრის,“ - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმირ ფესენკომ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„2014 წლიდან განსხვავებით, ახლა უკრაინაში სხვანაირი მდგომარეობაა. ჯარი ბრძოლისუნარიანია, გაზრდილია მისი რიცხვი. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უკრაინული ჯარს შეუძლია ეფექტურად თავის დაცვა. რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. უკრაინელები თავის თავსა და ქვეყანას დაიცავენ. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ რომ შეჩერდეს, ბევრად ძლიერი სანქციებია საჭირო - სრული სავაჭრო ემბარგო, სრული იზოლაცია, საზღვრების დახურვა და ფაქტობრივად ნელ-ნელა უკვე რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner