logo_geo
eng_logo
ჯარის მხარდასაჭერად, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური ანგარიში გახსნა, რომელზეც თანხის ჩარიცხვა რამდენიმე ვალუტით შეიძლება
- +

24 თებერვალი. 2022. 17:26

 

 

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების მოსაზიდად, სპეციალური ანგარიში გახსნა. გენერალურმა შტაბმა ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა:

 

UA843000010000000047330992708

 

როგორც გენერალური შტაბი განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი, რუსეთის შეიარაღებული აგრესია, უკრაინის დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეა.

 

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ვალუტით - აშშ დოლარით, ევროთი და ბრიტანული ფუნტითაც შეიძლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner