logo_geo
eng_logo
მიხაილ პოდოლიაკი: რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თანამედროვე სამყაროს უტევს
- +

24 თებერვალი. 2022. 17:48

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის მიხაილ პოდოლიაკის თქმით,  რუსული ძალები ქვეყნის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„ახლა მთავარია მაქსიმალურად ფოკუსირება ქვეყნის დაცვასა და ხალხის ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი მხარდაჭერა მსოფლიოსგან.

 

„ახლა ისე როგორც არასდროს ,უკრაინას მსოფლიოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა. მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დღეს დასავლეთმა უნდა დააწესოს“, - აცხადებს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner