ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი წერს.
მისი ინფორმაციით, რაკეტები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით იყო გაშვებული. მსხვერპლის ან შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.