logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!
- +

24 თებერვალი. 2022. 18:11

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთი და მთლიანად ევროპა, ახლა უკრაინის გვერდით არის. ის ამბობს, რომ უკრაინის თავისუფლება, ახლა ყველას თავისუფლებაა:

 

„ამ განსაცდელში საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას. მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის, მთავრობისა და ხალხის გამბედაობას და თავდადებას. მათი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაა. მისი სიტყვის გატეხვით, დიპლომატიურ გზაზე უარის თქმითა და ომის არჩევით, პრეზიდენტმა პუტინმა არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია, არამედ მან მთელი ევროპის სტაბილურობას მიაყენა დიდი ჩრდილი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირსა და NATO-ში, რუსეთისთვის მის აგრესიასთან შესაბამისი სანქციების მიღებაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner