logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბურჭულაძე ცოცხალი თავით არ დაუშვებს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას!
- +

6 აგვისტო. 2016. 12:29



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით საუბრობს. ბურჭულაძემ პეტიციაზე, რომლითაც სულხან მოლაშვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ ხელი არ მოაწერა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მძინარაშვილი აღნიშნავს, რომ მას ეს არ გაჰკვირვებია.


„მეც არ გამიკვირდა ეს! ბურჭულაძის პარტიის წევრებმა კი გაამართლეს ლიდერი - აბა, საიდან იცოდა, რისთვის უნდა მოეწერა ხელიო, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია! პაატა ბურჭულაძეს ხომ მაშინაც არ ამოუღია ხმა, როდესაც სულხან მოლაშვილს ციხეში აწამებდნენ?!

 

სულხან მოლაშვილი ჩემი მეგობარი იყო, ჯერ მისი ორმოციც არ ყოფილა და ახლაც ტანში მზარავს, როდესაც მისი და მისი ოჯახის ტრაგედია მახსენდება!

 

ამდენად, ეჭვიც არ მეპარება, რომ, თუ პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შევა, ის და მისი გუნდი, როგორც იტყვიან, ცოცხალი თავით არ დაუშვებენ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას",- განაცხადა მძინარაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner