logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია
- +

24 თებერვალი. 2022. 18:45

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

 

თეთრ სახლში იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბილ ბერნსი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

 

სავარაუდოდ, დღეს ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასშტაბურ სანქციების შესახებ გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ბაიდენი განცხადებას ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გააკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner