„ზედაპირზე იდო ის, რომ რუსეთი დონბასში სიტუაციას გაამწვავებდა და ეს იქნებოდა ომის დაწყების საბაბი,“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვფიქრობ, ჯერ საერთოდ არაფერი გაკეთებულა სტრატეგიული პარტნიორების მიერ იმისთვის, რომ დღეს უკრაინაში მოვლენები ასე არ გამწვავებულიყო. არადა ზედაპირზე იდო ის, რომ რუსეთი გაამწვავებდა სიტუაციას დონბასში და ეს იქნებოდა საბაბი იმ მეორე მიზეზთან ერთად, რასაც აქამდე აყენებდა - NATO-ს გაფართოება და 97 წლის ზღუდეზე NATO-ს ინფრასტრუქტურის გადატანას“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.