logo_geo
eng_logo
ჰუბერტ ქნირში: იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს
- +

24 თებერვალი. 2022. 19:23

 

 

„ევროპელი ლიდერები დღეს შეიკრიბებიან, რომ გადადგან ძლიერი ნაბიჯები და შემოიღონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური, ტექნოლოგიური მიმართულებებით“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან მიმართებაში ერთნაირი პოზიცია აქვთ.

 

„დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ევროკავშირის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ. ეს იქნება სანქციები ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს დიპლომატიამ კრახი განიცადა. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებენ“, - განაცხადა ელჩმა.

 

შეკითხვაზე, არის თუ არა სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უხავს.

 

„ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner