უშბაზე 4 უცხოელი მთამსვლელი დაიღუპა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ,,პირWელს" განუცხადეს, დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრების თბილისში გადმოსვენება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებელ მოსპობას გულისხმობს.