logo_geo
eng_logo
ჩეხეთმა და ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერეს
- +

24 თებერვალი. 2022. 19:30

 

 

ჩეხეთის მთავრობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს.

 

პეტრ ფიალას თქმით, ვიზები გამონაკლისის სახით მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით გაიცემა. ამასთან, ჩეხეთმა დროებით დახურა საკონსულო დაწესებულებები სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. რუსეთის საკონსულოებს კარლოვი-ვარიში და ბრნოში კი მუშაობის ნებართვა გაუუქმეს.

 

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ლატვიამაც შეაჩერა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა გამოაქვეყნა.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner