რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა კიევიდან 40 კილომეტრში მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ადგილზე საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის კორესპონდენტი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა მას უფლება მისცეს, გადაეღო ადგილზე შექმნილი ვითარება.
აღსანიშნავია, რომ რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის სროლები გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.