logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: „გაზპრომის“ თემით სპეკულირების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა!
- +

7 მარტი. 2016. 21:49


ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ საკმაოდ წარმატებით დაასრულა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი აზერბაიჯანულ „სოკართან" და რუსულ „გაზპრომთან",  შესაბამისად, ქვეყანამ ამ მრავალთვიანი და არც თუ მარტივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია მეტად მნიშვნელოვან შედეგს - საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მლნ. მ3 ბუნებრივ აირს მიიღებს.


მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხარე, კერძოდ კომპანია „სოკარი" მზადყოფნას გამოთქვამს, გადახედოს საფასო პოლიტიკას და 1000 მ3 ბუნებრივ აირს კომერციული ფასი 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის. „გაზპრომთან" მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს საქართველო გატარებული გაზის 10%-ის ოდენობით ნატურის, ანუ გაზის სახით მიიღებს.


"ეს არის პრაქტიკულად საუკეთესო შედეგი და ის მაქსიმუმი, რომლის მიღების თეორიული შესაძლებლობაც არსებობდა და რომელიც შეიძლებოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მიმდინარე ეტაპზე მიეღწია. აღნიშნული შედეგი დიდწილად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში აირჩია საკმაოდ პრაგმატული და მოქნილი სტრატეგია. კერძოდ, მოლაპარაკებები წარიმართა არა ექსკლუზიურად რომელიმე ერთ კონკრეტულ მხარესთან, არამედ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც აზერბაიჯანულსოკართან", ისე რუსულგაზპრომთან" და რაც ყველაზე მთავარია, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის" კონსორციუმთან", - განაცხადა კალანდაძემ.


როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, სწორედ კონსორციუმთან წარამატებული მოლაპარეკებები და მიღწეული შეთანხმება და ამავდროულად ის ფაქტი, რომ საქართველომ ეფექტურად გამოიყენა მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედების შესაძლებლობის ფაქტორი, გადამწყვეტი აღმოჩნდა საბოლოო შედეგისთვის.


მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მიერ რუსული „გაზპრომის" თემით სპეკულირების და ამ საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, წარუმატებლად დასრულდა.


"საქართველოს მხარემ მიიღო პრაქტიკულად მაქსიმალური შედეგი და საკმაოდ ეფექტიანი პირობები აზერბაიჯანულ და რუსულ მხარეებთან, აგრეთვესამხრეთ კავკასიური გაზსადენის" კონსორციუმთან მოლაპარაკებების პროცესში", - აღნიშნავს კალანდაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner