საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში „შუამთობის" სახალხო დღესასწაულს ესწრება.
ტრადიციული ზეიმის სადღესასწაულოდ მორთულ სცენაზე სტუმრები აჭარის უხუცესთა ანსამბლის "ბერმუხას" აჭარულ ნომერს უყურებენ, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი მაღალ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ კვირაში საზაფხულო იალაღებზე იმართება.
ბეშუმში იყოფებიან აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, მუსლიმი სასულიერო პირები.