logo_geo
eng_logo
ესპანეთის პრემიერი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
- +

24 თებერვალი. 2022. 21:23

 

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას შედეგები ექნება და დაუსჯელი ერ დარჩება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელემიმართვაში სანჩესმა ვლადიმერ პუტინს ძალადობრივი ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა.

 

მან ევროპის ერთიანი და კოორდინირებული პასუხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ყველაზე ეფექტიანი მიდგომა იქნება.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner