ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას შედეგები ექნება და დაუსჯელი ერ დარჩება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელემიმართვაში სანჩესმა ვლადიმერ პუტინს ძალადობრივი ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა.
მან ევროპის ერთიანი და კოორდინირებული პასუხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ყველაზე ეფექტიანი მიდგომა იქნება.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.