ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
ბორის ჯონსონ თქმით, ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. ამასთან, სანქციები დაწესდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მუშაობაზე. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზაზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი.
მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.