logo_geo
eng_logo
იმამურა აკირა: იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით
- +

24 თებერვალი. 2022. 22:35

 

 

„განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს რუსეთის მიმართ, გამოვხატავთ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ უკრაინის საელჩოში განაცხადა, სადაც უკრაინის ელჩის მიწვევით იმყოფებოდა.

 

„იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები და სხვა ღონისძიებები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს მჭიდრო კომუნიკაციით სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში. ეს იყო ჩვენი გზავნილი ტოკიოდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ელჩმა.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner